აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთმა 260 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი მოკლა 
აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთმა 260 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი მოკლა 

სირიის აფრინის რეგიონში ოთხდღიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთმა 260 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი მოკლა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან დღეს დაგეგმილ სატელეფონო საუბარში აფრინის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინტერვენციის მასშტაბების ფონზე ანკარამ „კონფლიქტური სიგნალები“ გაგზავნა.

„ჩვენ მათ მოუწოდებთ, რომ შეტევა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შეზღუდონ“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ტელეფონით ისაუბრეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ორი ქვეყნის ლიდერმა სირიის ტერიტორიული მთლიანობისა დ სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.