"სირიის დემოკრატიული ძალების“ ინფორმაციით, აფრინში ქურთებმა ათობით თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირე მოკლეს
"სირიის დემოკრატიული ძალების“ ინფორმაციით, აფრინში ქურთებმა ათობით თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირე მოკლეს

სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ქურთებმა ათობით თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირე მოკლეს. ამის შესახებ ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ქურთები ამბობენ, რომ თურქეთის არმია მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას დაღუპული ქურთი მებრძოლების რიცხვს.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აფრინის რეგიონში ე.წ. „ისლმაური სახელმწიფოს“ მებრძოლები არ იმყოფებიან“, – განაცხადა დაჯგუფების წარმომადგენელმა.

აშშ-ისგან მხარდაჭერილი „სირიის დემოკრტიული ძალები“ აფრინის რეგიონში საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალების გაგზავნას გეგმავს. სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში თურქეთის არმიას სირიის ოპოზიციური დაჯგუფება, „თავისუფალი სირიის არმია“ ეხმარება.