აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი „მილანში“ გადადის
„ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა პიეტრო აკარდიმ განაცხადა, რომ ალჟირელი ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი „მილანში“ გადავა სათამაშოდ. ტრანსფერის თანხა 16 მილიონი ევროა.
„ისმაელი ნამდვილი მებრძოლია. „მილანის“ გულშემატკივრები მისი თამაშით ძალიან კმაყოფილები იქნებიან“, – მოჰყავს აკარდის სიტყვები „გაძეტა დელო სპორტს“ (La Gazzetta della Sport).
ცოტა ხნის წინ, 21 წლის ალჟირელი აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან ამ ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მათ შორის ფინალში, რომელშიც ალჟირმა ანგარიშით 1:0 მოუგო სენეგალს.
შარშან, „ემპოლის“ შემადგენლობაში ბენასერმა 37 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.