აფრიკელი ლიდერის შვილისთვის ჩამორთმეული მანქანები შვეიცარიაში აუქციონზე გაყიდეს
აფრიკელი ლიდერის შვილისთვის ჩამორთმეული მანქანები შვეიცარიაში აუქციონზე გაყიდეს

შვეიცარიაში აუქციონზე ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის შვილისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია გაყიდეს. თეოდორინ ნგემა ობიანგას 25 ავტომობილი 27 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კოლექცია შედგებოდა შვიდი „ფერარის“, სამი „ლამბორგინის“, ხუთი „ბენტლის“, „მაზერატისა“ და „მაკლარენის“ ფირმის ავტომობილებისგან.

აუქციონის გამორჩეული ლოტი იყო 2014 წლის „ლამბორგინი“ „ვენონ როუდსტარი“. მოდელი 8,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღნიშნული ავტომობილის სულ ცხრა ეგზემპლარი არსებობს.

2016 წელს შვეიცარიის პროკურატურამ ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის შვილი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ე.წ. ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. 2019 წლის თებერვალში საქმე ავტომობილების კოლექციის ჩამორთმევის სანაცვლოდ შეწყდა.

შვეიცარიის კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსურ მაქინაციებში წაყენებული ბრალი შესაძლოა მოიხსნას, თუ ბრალდებული კომპენსაციას გადაიხდის, რომელიც სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება.