აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა
აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ახლა კონტინენტის ყველა ქვეყანაში არის დაფიქსირებული და დაავადებას უკვე 3 100 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა აფრიკაში ძალიან ბევრი მოწყვლადი ჯგუფია.

„ჩვენ არ ვიცით, თუ რა ეფექტი ექნება ვირუსს იმ ბავშვებზე, რომლებსაც საკვების დეფიციტი და კვების ქრონიკული უკმარისობა აქვთ; არ ვიცით, რა ეფექტი ექნება ვირუსს გადატვირთულ ლტოლვილთა ბანაკებზე. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის ექსპერტმა, მაიკ რაიანმა.