აფრასიძეების ოჯახის წევრები და ადვოკატი ირაკლი შოთაძეს ხვდებიან 
აფრასიძეების ოჯახის წევრები და ადვოკატი ირაკლი შოთაძეს ხვდებიან 

აფრასიძეების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად, გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, მოთხოვნა არის ყველასთვის ცნობილი, სახელმწიფომ ოჯახს მოუკლა ორი ადამიანი, ერთი ჩასვეს ციხეში და ოჯახის ერთი წევრი მძიმე დაიჭრა, ერთს კი, სპეცოპერაციის გამო დღემდე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„გარდა ამისა, მცირეწლოვანმა ბავშვებმა, რომლებმაც მიიღეს უდიდესი სტრესი და ენითაღუწერელი სისასტიკის თვითმხილველი გახდნენ, ამ ბავშვებზე არ უზრუნია სახელმწიფოს, საქმის მასალების გაცნობიდან დავადგინეთ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მიგვაჩნია, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც აკმაყოფილებს ბრალის წარდგენის სტანდარტს. სამაგიეროდ, ვხედავთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ დღეს კეკლუცობენ ტელეკამერების წინაშე. გვრჩება განცდა, რომ მათ არ აგეს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. გიორგი ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელებიც ერთი მეორეს მიყოლებით ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ ამოღებულია აფრასიძეების ეზოდან გვამები. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, თუ არ დაისჯებიან და თუ გვერჩის სახელმწიფო, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, – განაცხადა ირმა ჭკადუა.