აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები სამების ტაძარში გადაასვენეს [ფოტო]
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები სამების ტაძარში გადაასვენეს [ფოტო]

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.

იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი (გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე), ერთი მოხალისე (მიხეილ ქაჯაია) და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა (ჯულიეტა გულუა, მიხეილ გულუა, მურთაზ გოგია, ალექსანდრა ბეჭვაია-უნგიაძე).