აფხაზეთში მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აფხაზეთში მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზეთში მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ყველა ობიექტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარეობს და მათი უმრავლესობა შუა საუკუნეებით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელი გახდა:
სოფელ ახუწას ციხე, სოფელ ბესლახუბის ეკლესია, სოფელ კვიტოულის წყალსადენი, სოფელ კვიტოულის ძველი გალავანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები, სოფელ კვიტოულის ციხე -სიმაგრე, სოფელ ფოქვეშის ეკლესია “აბაა”, სოფელ ფოქვეშის ეკლესია, სოფელ გუფის ეკლესია, სოფელ ჯგერდას ეკლესია, სოფელ ჯგერდას სასახლე, სოფელ ჯგერდას ციხე-სიმაგრე, სოფელ ჯგერდას ციხე, სოფელ, კვიტოულის ციხე -სიმაგრე „აბააჟ“, სოფელ ფოქვეშის ციხე “ბიჭიაქვაც”, სოფელ ფოქვეშის ციხე.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ დღეს, 8 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.