აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის ადგილი დაათვალიერეს
აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის ადგილი დაათვალიერეს

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის ადგილი დაათვალიერეს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „დელეგაციის“ წევრები კაფე „სეპართან“ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ. სწორედ ამ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ალექსანდრ ზახარჩენკო.

მანამდე, ზახარჩენკოს მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობის ორგანიზატორებს „კონფლიქტის მოგვარება არ სურთ“.

თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აფეთქების შედეგად 31 აგვისტოს დაიღუპა.