აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ ეს საკითხი ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს.

1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ იყვნენ დაკავებული.

სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს სამი მოქალაქე 7 ივნისს დააკავეს.

დატოვე კომენტარი