აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ.

განცხადება იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობა სრულად ჩაიკეტებოდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანმრთელობის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. მთავარ მიზეზად კი, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება დაასახელეს.

რაც შეეხება ფსოუზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, იქ მიმოსვლა ნებადართულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის.