აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა. გადასვლა მხოლოდ მათთვის არის დაშვებული, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა. მათი თქმით, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რიგებია.

ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ბრაზილიელი ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულები ცდილობენ, უკან დაბრუნება 17:00 საათამდე მოასწრონ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ მიმოსვლა ამ დროის შემდეგ სრულად შეჩერდეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე სანიტარული კონტროლი გამკაცრდა.

დატოვე კომენტარი