აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს 10 დეკემბრამდე ცალმხრივად ხსნის
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს 10 დეკემბრამდე ცალმხრივად ხსნის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

3 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზური დოკუმენტები აქვთ და ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ასევე, ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აუცილებელია გადასვლის მსურველებს ჰქონდეთ საქართველოში გაცემული ცნობა „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხით.

გადასვლა შესაძლებელი იქნება დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ენგურის ხიდზე მოძრაობა საოკუპაციო რეჟიმმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გაზაფხულზე აკრძალა. ენგურის ხიდი აგვისტოს თვეში ასევე ცალმხრივად იყო გახსნილი.