აფხაზეთის ომის მონაწილე მედიკოსებმა, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებმა და სამხედროებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
აფხაზეთის ომის მონაწილე მედიკოსებმა, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებმა და სამხედროებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დღეს ქართული სამხედრო მედიცინის დაარსების დღეა. აფხაზეთის ომის მონაწილე მედიკოსებმა, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებმა და სამხედროებმა ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ აღნიშნა, დაუფასებელია შრომა, რომელიც სამხედრო მედიკოსებმა აფხაზეთის ომში გაწიეს.

„დღეს არის აფხაზეთში ნაომარი სამხედრო ექიმების დღე. მართლა დაუფასებელია ის შრომა, რომელიც სამხედრო მედიკოსებმა მაშინ გაწიეს. ძირითადად ეს იყო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტობა. ბევრი სამწუხაროდ დაიღუპა. გმირთა მემორიალზე არის მათი გვარები. ისინი ყველაზე მძიმე წუთებში წინა ხაზს არ გაურბოდნენ. პირადად მე შევსწრებივარ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, გამოეყვანათ წინა ხაზიდან მებრძოლები. ამ დროს ხშირად თვითონაც ხვდებოდათ ტყვია“, – განაცხადა დავით თევზაძემ.