აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია სოფელ შამგონაში დაკრძალეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია სოფელ შამგონაში დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია დღეს სოფელ შამგონაში დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო პირებმა ომში ტრაგიკულად დაღუბული ჯარისკაცის შვილს საქართველოს ეროვნული დროშა გადასცეს.

ამ ეტაპზე, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად განხორციელდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.