აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრი - ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება
აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრი - ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება

ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა.

ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლებას.

როგორც ბესლან დბარმა აფხაზურ მედიას განუცხადა, „გალიც აფხაზეთის ნაწილია და არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება. ადამიანური რესურსი აქაც საჭიროა“, – აცხადებს დბარი.

შეხვედრაზე სირიელ რეპატრიანთა გალში ჩასახლების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.