აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი - ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და გულის უკმარისობა  ჰქონდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი - ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და გულის უკმარისობა ჰქონდა

გალში, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ პირველ არხს განუცხადა, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული გალში, ადმინისტრაციულ საზღვართან მაშინ დააკავეს, როცა ის მდინარე ენგურით სავარაუდოდ, ზუგდიდის რაიონში ცდილობდა გადასვლას. მისი თქმით, ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს.

რეზო ქობალიას ინფორმაციით, დაკავებულს 10 მარტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

როგორც ქობალია ამბობს, ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა გულის უკმარისობა.

გალში დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.