აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს.

როგორც გიორგი ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის თბილისი ორმაგად ძვირფასია, ქალაქი, რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის, მოგვცა თავშესაფარი, სითბო და იმედი.

„გილოცავთ თბილისობას! თბილისი ჩვენი ქვეყნის გულია, ქალაქი, სადაც საუკუნეებია, ქართული კულტურა, ტრადიცია და ადამიანური სითბო ერთმანეთს ერწყმის. ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია. ქალაქი, რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის, მოგვცა თავშესაფარი, სითბო და იმის იმედი, რომ საკუთარ კერას მოწყვეტილებსაც შეუძლიათ ღირსეულად ცხოვრება. თბილისი ყველასია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის გულში ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, როგორც იმედის, ერთიანობისა და სიყვარულის ქალაქი. მშვიდობა და სიხარული ჩვენს დედაქალაქს და მთელ საქართველოს“, – წერს გიორგი ჯინჭარაძე.