აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი 28 დეკემბრამდე გადაიდო
აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი 28 დეკემბრამდე გადაიდო

ბელაქანის რაიონული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას 28 დეკემბერს განაახლებს. მოწმეების დაკითხვისა და შესვენების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლემ დღეს პროცესზე ჟურნალისტებიც არ დაუშვა, რაც ადვოკატმა კანონდარღვევად შეაფასა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომ მუხთარლი პროცესზე იურისტის გვერდით იჯდეს.

დაცვის მხარემ დარბაზში პოლიციელების ყოფნაც გააპროტესტა და ფაქტი მოწმეებზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

პროცესის გადადებამდე მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახზე ჩატარებული გამოძიება გახდა და დაპატიმრების ბრძანება სწორედ ილჰამ ალიევმა გასცა.