აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატებმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.

კომისიის შექმნას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

აფგან მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა.

დატოვე კომენტარი