აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა მხარი
აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა მხარი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც დაუჭირა.

დეპუტატებმა კომისიის შექმნას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

პირველმა არხმა კენჭისყრის შედეგები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ.

პარლამენტში საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, მას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა.