აფგან მუხტარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს 
აფგან მუხტარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს 

აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ აფგან მუხტარლი ციხიდან ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო დროებით გამოუშვეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურში განაცხადეს, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, აფგან მუხტარლის მისცეს უფლება, ზაქათალაში ნათესავების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა.

 

აფგან მუხტარლის სამი ნათესავის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე დასწრების უფლება მისცეს. მე ზაქათალაში ვიმყოფები, რომ ვუთხრა, როგორ ენატრება ის მეგობრებს და კოლეგებს“, – წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა წერს, რომ აფგან მუხტარლი ოჯახთან ერთად ორი დღის განმავლობაში იქნება.

აფგან მუხტარლის დის, დისშვილისა და ძმისშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერდა გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.