აფეთქების საფრთხის გამო, კიევში 12 ობიექტის ევაკუაცია მიმდინარეობს
აფეთქების საფრთხის გამო, კიევში 12 ობიექტის ევაკუაცია მიმდინარეობს

კიევის ნაციონალურმა პოლიციამ 12 ობიექტის დანაღმვის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. მეტროს რამდენიმე სადგურში, რკინიგზის სადგურში, სავაჭრო ცენტრში, ექვს გასართობ ცენტრში, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, სასტუმროსა და სხვა დაწესებულებებში აფეთქების საფრთხე გამოცხადდა.

ყველა მითითებულ მისამართზე პოლიცია, საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფები, გამნაღმველები, კინოლოგები და მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს უკრაინის 10 აეროპორტიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა.

დატოვე კომენტარი