აფეთქება ზემო ფონიჭალაში - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.