აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არიან დაშავებულები [ფოტო]
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არიან დაშავებულები [ფოტო]

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.

ადგილზე არსებული ვითარების შესახებ იხილეთ ვიდეო.