აფენი-გურჯაანის გზაზე ავარიით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
აფენი-გურჯაანის გზაზე ავარიით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც სოფელ ვეჯინის მცხოვრები მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც 1985 წელს იყო დაბადებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი