აეროპორტში მოწამლული ერთი მოქალაქე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობას განაგრძობს

15:05, 05.07.2018

აეროპორტში მოწამლული ერთი მოქალაქე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობას განაგრძობს. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, 47 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი არის კონტაქტური. ექიმ-ტოქსიკოლოგ თეა მონიავას თქმით,  ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი აირით მოიწამლა მამაკაცი.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში გუშინ, 23:50 წუთზე შემოიყვანეს ,არის 47 წლის მამაკაცი უცნობი აირის ტოქსიკური ეფექტით.ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება ინტენსიური მკურნალობა, მოვლა-მეთვალყურეობა. ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თიმცა ჯეტჯერობით პაციენტი საავადმყოფოში რჩება “,- განაცხადა ექიმ-ტოქსიკოლოგმა.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.

 

მსგავსი