აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით 68 მოქალაქე მოფრინავს
აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით 68 მოქალაქე მოფრინავს

ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით 68 მოქალაქე მოფრინავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნანა ბარამიძემ განუცხადა.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან უკვე გამოფრინდა ავიაკომპანია FlyArystan​-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი დროით 15:30 საათზე დაჯდება. 68 მგზავრი იმყოფება ბორტზე და დარჩენილ მგზავრებს აქედან ავიაკომპანია უკან დააბრუნებს ყაზახეთის დედაქალაქში“, – განაცხადა ნანა ბარამიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, იმყოფებიან თუ არა თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები, ნანა ბარამიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას აეროპორტის ოპერირების სამსახური ვერ დაადასტურებს.