აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე დამატებით ავიარეისებს ნიშნავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხ რეისს ნიშნავს.
„დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:
21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი – მესტია – გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი, გაფრენა 14:30; ნატახტარი – ამბროლაური – გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20;
28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი – მესტია – გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი – გაფრენა 14:30; ნატახტარი – ამბროლაური – გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20.
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე ticket.vanillasky.ge.