აეროპორტების გაერთიანება - საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის
აეროპორტების გაერთიანება - საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ბრიტანული ავიაკომპანია – მარტიდან, ხოლო აპრილში ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას.

„30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways-ი – ლონდონი-თბილისი; 31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet-ი სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი; 12 აპრილიდან – ფრანგული Transavia France – პარიზი-თბილისი; 12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss-ი  – ციურიხი-თბილისი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.