ადვოკატის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია
ადვოკატის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სადაც მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ტერიტორია დამწვარია.

დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ის ადვოკატმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი მან პირადად დაათვალიერა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ადგილზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ სრულყოფილად არ იქნებოდა ჩატარებული და შესაძლოა, საქმის გამოძიებას ხელი შეეშალოს.

„ბევრი კითხვაა ამ საქმეში, ეს ფაქტია. გურამ ამირხანაშვილი სადაც იმალებოდა ეს ტერიტორია არის დამწვარი. არ მინდა, წინასწარ პროგნოზები, ყველა ფაქტის კონსტატაციას ვახდენ და გაცნობებთ თქვენ, რომ ნახოთ როგორ მიდის გამოძიება. იქ, სადაც ამირხანაშვილი უთითებს, რომ იმალებოდა, ეს ადგილი დამწვარია. არ ვიცი, შეგნებულად დაწვეს, თუ შემთხვევით“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.