ადვოკატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს
ადვოკატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრიოლი ნახეს. ადვოკატის განცხადებით, დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

„პატიმარი 10 თებერვალს იპოვეს ყელგამოჭრილი, ტვინის მუშაობა შეწყვეტილია და გაჩერებულია თირკმელები.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე ვერ თუ არ იქნა ნაპოვნი ის საგანი, რითაც პატიმარი დაზიანებას მიიყენებდა.

ახლა მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად არის დაცული საპატიმროში უსაფრთხოებიის ნორმები.

ასევე, ოჯახის და ჩვენი მოთხოვნაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, გაკეთდეს ყველაფერი აღნიშნული პატიმრის გადასარჩენად, გამოძიებამ კი უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა საპატიმროში აღნიშნული ფაქტი“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

როგორც პირველ არხს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გავრცელდება.