ადვოკატის ინფორმაციით, სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ადვოკატის ინფორმაციით, სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ადვოკატ დავით ჭიკაიძის განცხადებით, სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ის მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში გაამართლა.

აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია გიორგი ბიჩინაშვილი, რომლის საქმეც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.