ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს საათებში განცხადების გავრცელებას გეგმავს
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს საათებში განცხადების გავრცელებას გეგმავს

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბასილაშვილის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, ბასილაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მისი საერთაშორისო წარმომადგენელი, ასევე ადვოკატი შეიკრიბებიან და პრესრელიზს გაავრცელებენ.

როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი 100 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, გათავისუფლდება. ადვოკატის ინფორმაციით, თანხის გადახდა ამ წუთებში ხდება, რის შემდეგაც ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.