ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილოზე მეტი დაიკლო

14:03, 08.10.2021

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილოზე მეტი დაიკლო.

ამის შესახებ ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს წონა საგრძნობლად დაკლებული აქვს. როგორც ვიცი, დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო“, – განაცხადა ბასილაიამ.

მსგავსი