ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა შიმშილობას აგრძელებს
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა შიმშილობას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასუსტებულია და დამძიმებულია. სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც შევა, აიღებენ ანალიზებს და მიუთითებენ ანალიზის პასუხში სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად მხნედ არის, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები დასუსტებული აქვს.

„სასიცოცხლო მაჩვენებელს დღემდე ექიმები მედიკამენტური ჩარევით ინარჩუნებდნენ. მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას, ელოდება ექიმებთან შეხვედრას. სისუსტე ძლიერდება, მორალურად ძალიან მხნედ არის. სისუსტე იმაში გამოიხატება, რომ უჭირს ფიზიკური გადაადგილება, აქვს კიდურების შეშუპება. ამ ყველაფერში გამოიხატება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ადვოკატმა.