ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა წმინდა სინოდის წევრების სინდისზე იყოს, ღმერთი მოკითხავთ
ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა წმინდა სინოდის წევრების სინდისზე იყოს, ღმერთი მოკითხავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოკვლევები უტარდება.

მისი თქმით, დეკანოზი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

„ვიმედოვნებ, რომ ის გამოჯანმრთელდება. იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა მხარე უმოქმედოდ არის, მიმდინარეობს გამოკვლევა, რით არის განპირობებული. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მისი მდგომარეობა არასახარბიელო იყო. ციხის სამედიცინო პერსონალს, რა შესაძლებლობაც ჰქონდა, ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და დადგა ეს შედეგი. მისი მდგომარეობა იყოს წმინდა სინოდის წევრების სინდისზე, ნამუსსა და ღირსებაზე. უღირსები არიან და ღმერთი მოკითხავთ. კაცი ზიარებას ითხოვდა და არც აზიარეს. ღმერთმა სამაგიერო გადაუხადოს, სულიერი შვილი არ აზიარეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.