ადვოკატი – ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ნამდვილად მოდის
ზაზა სარალიძე ნამდვილად მოდის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თავადაც დაესწროს.
„მე, როგორც ადამიანის უფლებების წარმომადგენელი, სამართლებრივად ვაგრძელებ ზაზა სარალიძის ინტერესების დაცვას. სწორედ ამ მიზნით ვიმყოფები მე დღეს აქ და სავარაუდოდ, გვაქვს შეთანხმება რომ მე დავესწრები შეხვედრას. თავად ზაზაც მობრძანდება, დანარჩენ დეტალებს შემდეგ შეგატყობინებთ. ვერ დავადასტურებ ვერაფერს, მოვიდეს ზაზა სარალიძე და უკვე შემდეგ გეტყვით ყველაფერს. ვადასტურებ, რომ ზაზა ნამდვილად მოდის შეხვედრაზე. დანარჩენ ინფორმაციას თავად ზაზა სარალიძეც დაადასტურებს”, – განაცხადა ადვოკატმა.