ადვოკატი - ტატო ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გავასაჩივრებთ
ადვოკატი - ტატო ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გავასაჩივრებთ

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაცვის მხარე არ გაასაჩივრებს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა არც დაუყენებია.

„19.109 მუხლით წარდგენილი ბრალდებაში არ ცნობს ბრალს დამნაშავედ ტატო ღარიბაშვილი და არ აღიარებს ბრალს. ჩვენი პოზიციაა, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, შესაბამისად, ჩვენ გირაოთი არც შევსულვართ. არც გავასაჩივრებთ აღნიშნულს, რამეთუ არის რაღაც ნიუანსები, რაც შემდგომში შეიძლება გამოიყენოს ბრალდებამ, თითქოს ჩვენ ხელი შევუშალეთ გამოძიებას. რაც შეეხება დანარჩენს, გამოძიებით დადგინდება ყველაფერი, ამ ეტაპზე არ ველოდით გამოშვებას არც ერთ ვარიანტში. გასაჩივრებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა, რომან ნადირაძემ.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. ​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.