ადვოკატი სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს მოდულის შენობაში დღეს მოინახულებს

08:02, 10.01.2018

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ადვოკატი მოდულის შენობაში დღეს 09:30 საათზე მოინახულებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკატი იდოიძეს გუშინ გვიან ღამით უნდა შეხვედროდა.

სპეცოპერაციისას დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი დავით მოდებაძე დაიცავს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

მსგავსი