ადვოკატი შოთა კახიძე - არ არსებობს მოწმე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას დაადასტურებს
ადვოკატი შოთა კახიძე - არ არსებობს მოწმე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას დაადასტურებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სხდომა იმართება, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს.

დაცვის მხარეს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

ადვოკატი შოთა კახიძის თქმით, არ არსებობს მოწმე, რომელსაც მკვლელობის დადასტურება შეუძლია.

„ჩვენ მთელი ამ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი. საუბარი ზედმეტია, რომელიმე ამ პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე. უამრავი მოწმე დავკითხეთ, სამედიცინო ექსპერტები, გამომძიებლები. არც ერთმა დაკითხულმა პირმა არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. სამართლებრივი თვალსაზრისით გამამართლებელ განაჩენს არ გააჩნია ალტერნატივა“, – განაცხადა კახიძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.