ადვოკატი – სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის შესვლას ვგეგმავდით, თუმცა 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა არასამუშაო საათების მიზეზით შეშვებაზე უარი თქვა

22:02, 14.11.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრების შეშვებაზე არასამუშაო საათების მიზეზით უარი თქვა.

„დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას პრეზიდენტის მოსანახულებლად, თუმცა 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შეშვებაზე არასამუშაო საათების მიზეზით. ეს ფაქტი ასახვას პოვებს საერთაშორისო გადაწყვეტილებებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, კიდევ ვცდით შესვლას, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება ხვალ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, მანამდე შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს, დეზინფორმაციაა.

მსგავსი