ადვოკატი -  რუსლან ალდამოვმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ფოტოებზე ამოიცნო
ადვოკატი - რუსლან ალდამოვმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ფოტოებზე ამოიცნო

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ფოტოებზე ამოიცნო, – ამის შესახებ განცხადება კუბლაშვილმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში თავის დაცვის ქვეშ მყოფ, რუსლან ალდამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ალდამოვმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პირთან კავშირი არ ჰქონია. კუბლაშვილმა ალდამოვს ფოტომასალა დღეს სასჯელარსრულების დაწესებულებაში წარუდგინა.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ დასადგენია იმ ვიდეომასალის ავთენტურობა, რომელიც სუს-მა გუშინ გაავრცელა.

მარიამ კუბლაშვილმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი პირის, თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვერსიად მაჩალიკაშვილის ავსტრიის კლინიკაში გადაყვანა განიხილება.