ადვოკატი - პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა
ადვოკატი - პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა.

ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა. კორძაძე თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა.

ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

„პროკურატურის სქემა ასეთია, რომ ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს საკუთარ თავს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა, ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. ეს არის მთელი აფსურდის თეატრი. მერე ეს აფსურდის თეატრი გრძელდება იმით, რომ ეს მათი ლოგიკით არის თაღლითობა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო და რაიმე ბრალი წაეყენებინათ, მიაწებეს ფულის გათეთრება. რისთვის დასჭირდა პროკურატურას ფულის გათეთრება ეს გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირ ყადაღის დადების შესაძლებლობას, ასეთი ფორმით ყადაღის დადებას, როცა მტკიცება არ გჭირდება არაფრის , ასევე ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. ეს არის სამი მიზანი, პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა ავის საქმე. აწი სასამართლოში რაც მოხდება, დიდი ალბათობით, არც კი აინტერესებთ, რადგან მათ ბადრის და მამუკას თავისი ჭკუით ეს აბსურდული ბრალი შერაცხეს, წერეთელი ამ საქმეს მოარგეს და რამდენიმე მიზანს ერთიანად მოემსახურნენ. ეს მიზნები არის ძალიან მარტივი მამუკა და ბადრი აღარ არის ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არის ანაკლიის ხელმძღვანელობაში და დაყადაღებული აქვთ ანგარიშები, ეს არის მიზანი , რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.