ადვოკატი - პროკურატურა არ ამბობს მთავარს, რომ მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ გაცემული თანხა კონკრეტული პირისგან ისესხა და კვლავ ბანკის კაპიტალში დააბრუნა
ადვოკატი - პროკურატურა არ ამბობს მთავარს, რომ მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ გაცემული თანხა კონკრეტული პირისგან ისესხა და კვლავ ბანკის კაპიტალში დააბრუნა

პროკურატურა არ ამბობს მთავარს, რომ მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ გაცემული თანხა კონკრეტული პირისგან ისესხა და კვლავ ბანკის კაპიტალში დააბრუნა, – ამის შესახებ პირველ არხს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ხაზარაძე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიკითხა.

ადვოკატის განცხადებით, აბსურდულია მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.

„მამუკა ხაზარაძე დაიკითხა როგორც მოწმე, აბსურდია მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს – გათეთრება უნდა შავ ფულს და თეთრი ფულის გათეთრება რას ნიშნავს. ოპერაცია იყო აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში რასაც პროკურატურა არ ამბობს, ეს ფული არსად არ წასულა, შევიდა ბანკის კაპიტალში. შესაბამისად, აბსურდულია ამ თემაზე ყველანაირი მანიპულაცია. ვინ და რატომ დაიწყო ამ თემის გამოტანა, ჩვენთვის უცნობია. მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაიკითხა მოწმის სახით და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. თუ კიდევ იქნება კითხვები, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.