ადვოკატი - მერაბ მორჩაძეს დანაშაული არ ჩაუდენია
ადვოკატი - მერაბ მორჩაძეს დანაშაული არ ჩაუდენია

ჩემთვის მიუღებელია ყველაფერი ის, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. მე ვსაუბრობ მისი პოზიციიდან, ამჯერადაც შემიძლია ვთქვა, რომ მერაბ მორჩაძეს დანაშაული არ ჩაუდენია – ამის შესახებ კომენტარი პირველ არხთან მერაბ მორჩაძის ადვოკატმა ზაალ თავაძემ გააკეთა.

​მისი თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებები ჯერ-ჯერობით არ წარუდგენია.

“ზოგადად თუ ვიტყვი, ეს არის საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელიც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებას სჭირდება სერიოზული არგუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარება, რასაც ჩვენ შსს-დან ველოდებით. ამის შემდეგ ჩვენ საპასუხო არგუმენტაციას წარვადგენთ”, – განაცხადა მერაბ მორჩაძის ადვოკატმა ზაალ თავაძემ.

​მისი თქმით, პროცესუალური ნორმებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ხვალ გადაეცემა.

​ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ 8 ივნისს მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩავა დააკავა.