ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ტელეფონი ჭეშმარიტების დადგენისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს
ადვოკატი - მეგი ბაქრაძის ტელეფონი ჭეშმარიტების დადგენისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონი გადასცეს.

ადვოკატ ნინო ამაღლობელის განცხადებით, ტელეფონი საქმეში გახდება მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან მისი ინფორმაციით, მასში სავარაუდოდ ასახულია სოციალურ ქსელში მიმოწერა მედიკოსებს შორის.

„ჩვენ მოვედით აქ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო უწყებას არ ჰქონდა ეს ნივთმტკიცება მოპოვებული. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას ჭეშმარიტების დადგენისთვის. ჩვენ მივმართეთ და ისინი დაინტერესდნენ. დაპირებული მტკიცებულებები, რომ უნდა გადმოეცათ, უარი მივიღეთ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. ოჯახს ემუქრებოდნენ, მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეზე თუ არ დათმობს პოზიციებს მეუღლე, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, რაზეცსხვისი ნივთის დაზიანებაზე ბრალი აქვს წარდგენილი“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობა 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.