ადვოკატი - მალხაზ კობაური არათუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა 
ადვოკატი - მალხაზ კობაური არათუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა 

დღეს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ მალხაზ კობაური ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, – ამის შესახებ განცხადება ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მალხაზ კობაური, არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.

ადვოკატის მტკიცებით, კობაური არ აღიარებს დანაშაულს და უარყოფს გარდაცვლილ ლორა სმიტზე რაიმე ტიპის სექსუალურ ძალადობას.

ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზა არასწორად იყოს ჩატარებული.

მისვე თქმით, დაცვის მხარე, საკუთარი მოსაზრებების დასამტკიცებლად, არაერთი ექსპერტიზის ჩატარებას
გეგმავს.

ადვოკატი, საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობაში დაახლოებით შვიდი პირი ფიგურირებს.

მისივე თქმით, საქმის მასალებში, არაერთი გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს, მათ შორის, მტკიცებულებების სახით ამოღებული ფოტოები, რომელიც მალხაზ კობაურის ტელეფონში აღმოჩნდა.

 

დატოვე კომენტარი