ადვოკატი  - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება ლოგიკური იქნება
ადვოკატი  - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება ლოგიკური იქნება

„ცენტრ-პოინტის“ მიერ კომპანია m2-თან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება ლოგიკური იქნება. ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

იურისტის თქმით, აღნიშნული საკითხის დაყენება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

„ცენტრ-პოინტ“ ჯგუფმა გადადგა ეს ნაბიჯი. თავისი აქტივები სრულად გადასცა ვალდებულებების დასაფარად m2-ს, იმისთვის, რომ კომპანიამ შეასრულოს სამუშაო და დააკმაყოფილოს 4 ათასი ოჯახი. შესაბამისად, ლოგიკური და სამართლიანი იქნება მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება”, – აღნიშნა ბასილაიამ.

ცენტრ-პონტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. „ცენტრ-პოინტის“ მიერ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 კომპანიის მშენებლობებს დაასრულებს და ბინას ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს. 4 000 ოჯახი 3 წლის განმავლობაში ბინებით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.