ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული
ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მხარეები დღეს შესავალ სიტყვას იტყვიან.

როგორც ცნობილია, შესავალ სიტყვაში ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ბრალდების ფორმულირებაზე.

„მხარეები სასამართლოს წინაშე წარვსდგებით შესავალი სიტყვით. არსებითი განხილვის დროს მივიღებთ ახალ მტკიცებულებებს. ჩემთვის ცნობილია, რომ დღეს მოწმეები არ იქნებიან. ჩვენი პოზიციაა, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. როდესაც დავიწყებთ უკვე დაკითხვებს, სასამართლო სიმართლეს დაინახავს. ჩემი აზრით, სრულყოფილად არ დაუდგენიათ უამრავი ადამიანების სახელები და ასევე არ არის დადგენილი ზოგიერთი მათგანის როლი ამ საქმეში“, – განაცხადა საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. ამ საქმეზე დაკავებულია ორი მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.